ჯუმბერ ლეჟავას თასი 🚴

ჯუმბერ ლეჟავას თასი 🚴

sab 25 lug
05:00Tardi
მანგლისიVedi il sito
Info sull'evento

📅 25 ივლისს, ჩვენ გეპატიჟებით მონაწილეობის მიღებაზე ჯუმბერ ლეჟავას თასზე! ეს ღონისძიება ატარებს სიმბოლურ ხასიათს, ეძღვნება ჯუმბერ ლეჟავას ხსოვნასა და მის მიერ დატოვებულ ისტორიულ მემკვიდრეობას.

🚴‍♂️ ველოსიპედური ღონისძიება გაიმართება მანგლისში (ზუსტ ლოკაციას გაგიზიარებთ მოგვიანებით). ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა:

  • 🚵 MTB Cross Country (XC) — ქროს ქანთრის სტილით შეჯიბრება.
  • 🚵 Downhill (DH) — დაშვების სტილის შეჯიბრება.
  • 🚴 Road Race — საგზატკეცილო შეჯიბრება.
  • 👧 საბავშვო ველო შეჯიბრებები.
  • 🎯 სახალისო ველო თამაშები.

🎪 ღონისძიების ტერიტორიაზე მოეწყობა:

  • სპორტული ბრენდების სივრცეები.
  • ველო მაღაზიებისა და პარტნიორი კომპანიების სტენდები.
  • კვების სივრცე 🍽️ / Food Area.
  • მუსიკა 🎶 და გასართობი აქტივობები.

🚴‍♀️ ღონისძიება იქნება ფესტივალის ტიპის, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, გაერთოთ და გაანებივროთ თავი დადებითი ემოციებით. 💫 თითოეულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
📌 არ გამოგრჩეთ რეგისტრაციის ბმული! - ის გამოქვეყნდება 10 ივნისს, სადაც მიიღებთ ღონისძიების სრულ ინფორმაციას.

Trovato da Somo·Vedi originale
Luogo

მანგლისი

Come arrivare