
ჯუმბერ ლეჟავას თასი 🚴
O události
📅 25 ივლისს, ჩვენ გეპატიჟებით მონაწილეობის მიღებაზე ჯუმბერ ლეჟავას თასზე! ეს ღონისძიება ატარებს სიმბოლურ ხასიათს, ეძღვნება ჯუმბერ ლეჟავას ხსოვნასა და მის მიერ დატოვებულ ისტორიულ მემკვიდრეობას.
🚴♂️ ველოსიპედური ღონისძიება გაიმართება მანგლისში (ზუსტ ლოკაციას გაგიზიარებთ მოგვიანებით). ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა:
- 🚵 MTB Cross Country (XC) — ქროს ქანთრის სტილით შეჯიბრება.
- 🚵 Downhill (DH) — დაშვების სტილის შეჯიბრება.
- 🚴 Road Race — საგზატკეცილო შეჯიბრება.
- 👧 საბავშვო ველო შეჯიბრებები.
- 🎯 სახალისო ველო თამაშები.
🎪 ღონისძიების ტერიტორიაზე მოეწყობა:
- სპორტული ბრენდების სივრცეები.
- ველო მაღაზიებისა და პარტნიორი კომპანიების სტენდები.
- კვების სივრცე 🍽️ / Food Area.
- მუსიკა 🎶 და გასართობი აქტივობები.
🚴♀️ ღონისძიება იქნება ფესტივალის ტიპის, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, გაერთოთ და გაანებივროთ თავი დადებითი ემოციებით. 💫 თითოეულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
📌 არ გამოგრჩეთ რეგისტრაციის ბმული! - ის გამოქვეყნდება 10 ივნისს, სადაც მიიღებთ ღონისძიების სრულ ინფორმაციას.
Místo
მანგლისი
Trasa